Friday, March 12, 2010

საქართველოს მცენარეები

1.პროექტის სახელი: საქართველოს მცენარეები
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: ტექნოლოგიური ჯიში
3.პროექტის სრული აღწერა: საქართველო მცენარეებით ძალიან მდიდარია, მინდვრებსა და ველებს ამშვენებს სხვადასხვა ლამაზი ყვავილები: ვარდი მრავალგვარი, ია, ზამბახი და სხვა. მთები შემოსილია ხშირი და აყრილი ტყით. ამ ტყეებში თითქმის ყოველგვარი ხე იპოვება: მუხა, წიფელა, ფიჭვი, ნაძვი, ცაცხვი და სხვა. აქ ბევრი გარეული ხეხილიც ხარობს, რომელიც ზოგ სხვა ქვეყვებში ბაღებშიაც ვერ მოჰყავთ; მაგალითად: ნიგოზი, რომელიც ძალიან დიდი ხე იზრდება, ვაშლი, მსხალი, ვაზი, თხილი, ლეღვი. ბევრგან ბაღები და ვენახები გამშვენებულია სხვადასხვა ნაზი ხეხილით, რომელიც სხვა ქვეყნებში სრულიად არ ხარობს, მაგალითად: ლიმონი, ფორთოხალი, ატამი, ჭერამი და სხვანი. განვიხილოთ ჩაის მცენარე, მას ჩაის მცენარეს იმიტომ ეძახიან, რომ მისი ფოთლებიდან ჩაის აკეთებენ. ჩაის მცენარე უფრო ბუჩქსა ჰგავს, ვიდრე ხეს; ჩაის ფოთლებს წელიწადში სამჯერ ჰკრეფენ: მარტში, მაისშიდა აგვისტოში. რაც ფოთოლი უფრო ნორჩია, იმდენად ჩაი კარგია; რამდენადაც უფრო დიდი ხნისაა, ოიმდენად ჩაი მდარეა. პირველად მოკრეფილი ფოთლებისა უკეთესი ჩაი გამოდის, ვიდრე მეორედ და მესამედ მოკრეფილი. ყვითელი, შავი და მწვანე და შავი ფერის ჩაი ერთსა და იმავე ბუჩქზე იკრიფება დასხვადასხვა ფერი იმიტომ აქვს , რომ ერთნაირად არ ამზადებენ. სამი გირვანქა ნედლი ფოთლიდან ერთი გირვანქა გამხმარი ჩაი დგება.
4.მონაწილეთა ასაკი: 7-10 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:წარმოადგინონ თეორიული მასალა, რომელსაც თან უნდა ახლდეს ფოტო, ვიდეო, კომპიუტერული მასალა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას:მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას საქართველოს მცენარეების შესახებ, გამოიმუშავებენ წიგნთან მუშაობის მეთოდს, ისწავლიან კვლევას.
9.სამუშაო ენა:ქართული ენა
11.საგნებთან/სასწავლო ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინდივიდუალურ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ახლებური თვალთახედვა.
12.პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა დვალიშვილი
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:xato1vaso@gmail.com
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:xatunadvalishvili.blogspot.com